უკრაინაში ძლიერ შტორმს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა

ში, ოდესის ოლქში ძლიერი შტორმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 19 კი დაშავდა. საერთო ჯამში, 26 ნოემბერს დაწყებული შტორმის შედეგად, ქვეყანაში სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტ ს განცხადებით, სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იქამდე გააგრძელებენ მუშაობას, სანამ სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად არ აღდგება.
ზელენსკის თქმით, ძლიერი ქარისა და ნალექის გამო 17 ოლქში 1500-მდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შავი ზღვის შტორმმა ასევე დააზიანა ს შავი ზღვის სანაპირო რეგიონები. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო 1.9 მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
BBC-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარება კრასნოდარისა და როსტოვის მხარეებშია. სტიქიურ უბედურებას ქვეყანაში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი ქარიშხალი იყო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმშიც.
გამოცემა ასევე წერს, რომ შავ ზღვაში შტორმის შედეგებს რეგიონის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, ბულგარეთი და საქართველო ებრძვიან.