უკრაინაში უამინდობის გამო 10 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ში უამინდობის გამო 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 – დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“სულ თოვლიდან ამოყვანილია 1530 სატრანსპორტო საშუალება. უამინდობის გამო ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის ოლქებში და კიევში დაღუპულია 10 ადამიანი. დაშავებული 23 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. სახელმწიფო და რეგიონალურ დონეზე მუშაობს უამინდობის შედეგების ლიკვიდაციის შტაბები”. – ამბობს მინისტრი იგორ კლიმენკო.
გარდა ამისა დაკეტილი რჩება 8 საავტომობილო ტრასა. 11 ოლქში 411 დასახლებას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
უამინდობას გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პირი :
“მნიშვნელოვანი ახლა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ხალხი უამინდობის გამო. სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”.
უკრაინაში დიდთოვლობაა და ქარი მძვინვარებს. გარდა ამისა შავ ზღვაზე ქარიშხალია, რომელსაც მედიები “საუკუნის შტორმად” მოიხსენიებენ. ოკუპირებულ ყირიმში ქარიშხალის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.