უამინდობის გამო, ოდესის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა | დაშავდა 20-მდე პირი

უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ოდესის ოლქში, უამინდობის გამო, დაიღუპა ხუთი და დაშავდა, სულ მცირე, 19 ადამიანი.
მისი თქმით, ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 17 ოლქში 1500-მდე დასახლებული პუნქტი.
“ყველას გაუწიეს საჭირო დახმარება. სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იმუშავებს, ვიდრე არ აღდგება ნორმალური სიტუაცია. ამჟამად ციკლონის ეპიცენტრი ინაცვლებს ჩრდილოეთ ოლქებისკენ. მზად ვართ დასახმარებლად,” – თქვა ზელენსკიმ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.