ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში რუსეთმა პირველად ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა

რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთმა პირველად 3M22-ის ტიპის ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, რუსეთის მხარემ ანტისატანკო ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა 7 თებერვალს გაუშვეს. Kyiv Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 50 ადამიანი დაშავდა.
მოსკოვს აქამდე რუსეთის არსენალში არსებულ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტაზე გავრცელებული აქვს ინფორმაცია, რომ ამ რაკეტა ხმის გავრცელების სიჩქარეზე 9-ჯერ სწრაფია და შეუძლია სამიზნეზე იერიში 1000 კილომეტრის რადიუსში.
მკვლევრების აზრით, რაკეტის ჩამოვარდნილი ნარჩენების ანალიზით დგინდება, რომ რაკეტის მონაცემები სრულად არ შეესაბამება მოსკოვის მიერ წინასწარ გავრცელებულ მონაცემებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.