ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინაში უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – გამოკითხვა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან პირველად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
2024-ის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 54% მიიჩნევს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის. საპირისპირო აზრი აქვს 46%-ს.
„უკრაინაში ცოტავდება მათი წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის. დეკემბერთან შედარებით, პირველად, უფრო მეტია მათი წილი, ვინც მიმართულებას არასწორად მიიჩნევს“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან ერთად, უფრო კრიტიკულია განწყობა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.
კვლევა ჩაატარა „კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა“. გამოკითხვა მიმდინარეობდა სატელეფონო ინტერვიუთი. სულ გამოიკითხა 1202 რესპონდენტი, ყირიმის მაცხოვრებლების გამოკლებით. 874 რესპონდენტი გამოიკითხა ვალერი ზალუჟნის ოლექსანდრ სირსკის მიერ შეცვლამდე, 328 – ამის შემდეგ.
ცდომილების ზღვარი მერყეობს 1,4%-დან 3,2%-მდე.
2023 დეკემბრის წლის კვლევაში 54% ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო 32%-ის შეფასებით ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.