ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა

„სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსეთთან ერთად მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა“ , – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს, როდესაც რუსეთი გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს, პატარა აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც მის გვერდითაა. მაგალითად, აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე 70-ზე მეტი ბიჭი დავკარგეთ“, – აღნიშნა ბარციცმა.
მისი თქმით, “ე.წ. სპეციალური ოპერაციის ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და მედიკოსები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან”. ბარციცის ინფორმაციით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ ჰუმანიტარული მისიით თავადაც იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება