უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საზღვრებზე საჭიროა ფიზიკური თავდაცვითი ობიექტები – ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ევროპა თავდაცვით გეგმაზე მუშაობს. ნატოს მასშტაბური წვრთნების დააანონსების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები თავდაცვითი ხაზის მშენებლობას იწყებენ. შეთანხმება გაფორმებულია.
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ საბოლოოდ შეთანხმდნენ. მიზანი სამხედრო საფრთხის შეკავებაა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური საზღვრებზე ფიზიკური თავდაცვითი ობიექტებია საჭირო.
“უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საზღვრებზე საჭიროა ფიზიკური თავდაცვითი ობიექტები, რათა ესტონეთი პირველივე მეტრიდან დავიცვათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა ესტონელმა ხალხმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მაგრამ თუ გაჩნდა უმცირესი საფრთხეც კი, ჩვენ უკეთ ვიქნებით მომზადებული მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისთვის,”- აცხადებს ჰანო პევკური.

ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი არვიდან ანუსაუსკასი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სოლიდარობა უნდა იყოს იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ყოფილა.

“უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სოლიდარობა უნდა იყოს იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე,” – აცხადებს არვიდან ანუსაუსკასი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე