ბალტიის ქვეყნები რუსეთ-ბელორუსის საზღვრებთან თავდაცვითი ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა რუსეთისა და ბელორუსის საზღვარზე ბალტიისპირეთის საერთო თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა რიგაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი უახლოეს წლებში თავიანთ საზღვრებზე თავდაცვით ზონას შექმნიან, რომელიც შედგება სხვადასხვა თავდაცვითი ობიექტისგან. ამ თავდაცვითი ზონის მიზანი იქნება შეკავება და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვა. , ლატვია და ლიეტუვა მიიჩნევენ, რომ მათ ეროვნულ უსაფრთხოებას შემდეგ წლებშიც შეუქმნის საფრთხეს.
„რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფიზიკური თავდაცვითი საშუალებები საზღვარზე, რათა დავიცვათ პირველივე მეტრიდან“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა. მისივე თქმით, „ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რათა ესტონელმა ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს, მაგრამ თუ ოდნავი რისკი გამოჩნდება, ჩვენ უფრო სწრაფად მოვემზადებით მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის“.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვითი ობიექტების კონცეფცია ეფუძნება ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მოკავშირეები დაცული უნდა იყვნენ პირველი მეტრიდან.
ბალტიის თავდაცვის ზონა გულისხმობს, მათ შორის, ასეულობით ბეტონის ბუნკერისა და სხვადასხვა სახის წინაღობის მოწყობას. თავდაცვის ზონა გულისხმობს მჭრელი მავთულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებასაც, თუმცა არა — მშვიდობიანობის პერიოდში.
სამივე ქვეყნის მინისტრებმა ხელი ასევე მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ერთობლივ გამოყენებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ახლომდებარე ავიაბაზებისა და აეროდრომების გამოყენებას ერთობლივი მიზნებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას