ოკუპირებულ ყირიმზე იერიშის შედეგად, პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი განადგურდა – უკრაინული მხარე წერს, რომ ხომალდი ირანული კამიკაძე დრონებით იყო დატვირთული

ვითარება უკრაინაში – ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქების ხმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:00 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი. ტელეგრამარხებზე გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს ძლიერი აფეთქებაც. ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად, პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი განადგურდა.
რუსეთმა დაადასტურა უკრაინელების თავდასხმა ხომალდზე, თუმცა ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ხომალდი მხოლოდ დაზიანდა. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
უკრაინული მხარე წერს, რომ ხომალდი ირანული კამიკაძე დრონებით იყო დატვირთული. ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალაც ინახებოდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი უკრაინული მოიერიშე Су-24 გაანადგურა, რომლებიც სადესანტო ხომალდზე თავდასხმას ცდილობდნენ.
ბოლო 24 საათში ფრონტზე უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 76 შეტაკება მოხდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მათ სრული კონტროლი დაამყარეს ქალაქ მარინკაზე. ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს.
შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რეგიონზეც. იყო აფეთქებები მიკოლაევში. დაიბომბა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონები, სადაც იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე