არქივი3 ივნისი, 2024, 15:43
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა – ნადირაძე
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.