არქივი3 ივნისი, 2024, 19:39
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა – ინფორმაციას გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
მაქარაშვილის ცნობითვე, ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვთან დაეცა.
,,2 დღის წინ დამირეკა, სანამ არ ჩამოხვალ სიკვდილს არ ვაპირებ, ლამაზი გასვენება უნდა მომიწყოო 😞
აღარ მინდა ხალხო, აღარ შემიძლია!
დღეს ხარკოვთან დაეცა ჩემი ოცდამესამე ომის ძმაკაცი!”
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტბიანი შეჭრის შემდეგ 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.