უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ელგუჯა [ბაჩო] ბებია დაიღუპა.
ბაჩო ბებია 33 წლის იყო, ის 20 აპრილს, ნიკოლაევში შენობის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ბაჩო ბებიას საქართველოში ჩამოასვენებენ და ზუგდიდში დაკრძალავენ. რადიო თავისუფლების ცნობით, ბებიას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული, ის სოხუმიდან იყო დევნილი და წლების განმავლობაში ოდესაში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
ბაჩო ბებიას არაერთი სამხედრო ჯილდო ჰქონდა მიღებული, მათ შორის, “გაბედულთა ჯვარი” – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის საპატიო სამკერდე ნიშანი, “უკრაინის დამცველს” მედალი (Медаль “Захиснику Вітчизни”.
ტაბულა ბაჩო ბებიას დაღუპავასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან 2 დღეა ცდილობს.