ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბებია დაიღუპა

13
უკრაინაში, რუსეთთან წინააღმდეგ ომში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბებია დაიღუპა
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, წერს:
🇺🇦🇬🇪 რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაეცა აფხაზეთიდან დევნილი და ოდესაში მცხოვრები ოჯახის შვილი ბაჩო ბებია, რომელიც ოდესის ქართული ცეკვის ანსამბლ “საქართველოს” ყოფილი წევრი იყო.
“ოდიშინიუსი” ბაჩოს მამიდაშვილს, თამარ ნოდიას ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ გმირულად დაცემულ მებრძოლს საქართველოში ჩამოასვენებენ და ზუგდიდში დაკრძალავენ.
გმირები არ კვდებიან!
დიდება გმირებს!
ჩვენი სამძიმარი ოჯახსა და ახლობლებს….

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.