არქივი13 იანვარი, 2025, 10:21
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
კახა თილიძის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ. მათი ცნობით, ქართველი მებრძოლი ფრონტის წინა ხაზზე მნიშვნელოვან დავალებაზე იმყოფებოდა, სადაც მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
თილიძე წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა. რამდენიმე წლის წინ, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, შტატები დატოვა და საბრძოლველად უკრაინაში გაემგზავრა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.