უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე

ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, – რაც მისმა ახლობლებმა ფეისბუკზე 12 იანვარს გაავრცელეს, – რადიო თავისუფლებას 13 იანვარს ოფიციალურად დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჯერჯერობით უცნობია, სად დაიღუპა ის.
უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
თილიძე ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს ფრონტის ხაზიდან და ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. 2024 წლის აგვისტოში ის ხარკოვის ოლქის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს