ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი მეომრების სპეცდანაყოფი "თბილისი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამირან ზოიძე ავდიივკას მიმართყულებაზე იბრძოდა.
"ავდიივკის მიმართულებაზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა სპეცდანაყოფ “თბილისის” მებრძოლი ამირან ზოიძე. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" - წერია მათ ინფორმაციაში.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.