ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისე უკრაინაში დაიღუპა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან რუსეთის მხარეს მოხალისედ მებრძოლი, რუსტამ ტაბუევი, უკრაინის ომში დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტი არზუ მამედოვა ავრცელებს.
ტაბუევს, რომელიც 36 წლის იყო, 2 შვილი დარჩა. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.
რუსეთის მხარეს უკრაინასთან ომში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ათასზე მეტი მცხოვრები იბრძვის. ღია წყაროებზე დაყრდნობით არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე 40-მდე მათგანია დაღუპული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.