ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში ელექტროსადგურები დაზიანდა რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანებულია ჰესები და თბოელექტროსადგურები.
დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. გრაფიკი ამოქმედდა ხარკოვის ოლქში.
უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, დაზიანებულია მის მიერ მართული სამი თბოელექტროსადგური. დაშავდა ერთი ენერგეტიკოსი.
უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური შეტევა იყო 22 მარტსაც.
29 მარტს, რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვადასხვა რაიონში დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული, ან დაზიანებულია 10-მდე სახლი და სხვა შენობები.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში გაანადგურეს 12 რუსული რაკეტა და ამდენივე დრონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.