არქივი1 თებერვალი, 2026, 15:02
უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მომდევნო სამმხრივი შეხვედრები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მომდევნო სამმხრივი შეხვედრები 4 და 5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უკრაინა მზადაა შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის და დაინტერესებულები ვართ იმის უზრუნველყოფით, რომ შედეგი ომის რეალურ და ღირსეულ დასასრულთან ახლოს მიგვიყვანს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.