უკრაინას მხოლოდ ყუმბარები არა, ადამიანები სჭირდება – ეს მობილიზაციას ნიშნავს – ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი კიევში ჩავიდა და თქვა:
ჩემი ვიზიტი – ნატო-ს პირველი სამხედრო დელეგაცია, რომელიც უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეწვია – იმის დასტურია, რომ ნატო და ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს. ყოველდღიურად უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო თავსებადი ვხდებით. ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ალიანსის წევრი გახდეს. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატოს შტაბ-ბინაში.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი დღეს კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვითაც გამოვიდა და განაცხადა:
„თქვენ მხოლოდ ყუმბარები არ გჭირდებათ, თქვენ ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც დაღუპულებსა და დაჭრილებს შეცვლიან. ეს მობილიზაციას ნიშნავს. მე მესმის, თუ რამდენად რთულია ლიბერალურ დემოკრატიაში ხალხის დარწმუნება, მაგრამ ვხედავ, რომ ეს იცვლება“, – აღნიშნა ბაუერმა.
ცნობისთვის, ადმირალი რობ ბაუერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…