ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - უკრაინას მხოლოდ ყუმბარები არ სჭირდება, ადამიანები სჭირდება, რომლებიც დაღუპულებსა და დაჭრილებს შეცვლიან - ეს მობილიზაციას ნიშნავს

უკრაინას დამატებითი მობილიზაცია სჭირდება, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა დღეს კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ მხოლოდ ყუმბარები არ გჭირდებათ, თქვენ ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც დაღუპულებსა და დაჭრილებს შეცვლიან. ეს მობილიზაციას ნიშნავს“, - განაცხადა რობ ბაუერმა.
„მე მესმის ის, თუ რამდენად რთულია ლიბერალურ დემოკრატიაში ხალხის დარწმუნება, მაგრამ ვხედავ, რომ ეს იცვლება“, - აღნიშნა ბაუერმა.
ცნობისთვის, ადმირალი რობ ბაუერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.