უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს საქართველოც იქ ინებოდა, სადაც უკრაინაა.
პარალმენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი, აქამდე კი პოლიტიკურმა ლიდერებმა მიიყვანეს.
„რაც შეეხება ჩვენს ხედვას საგარეო გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ვსაუბრობდით, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა საკითხი ახდა ერთი ერთში და ამ მხრივ ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა ევროკავშირისა და ბრიუსელის მხრიდან მათი და მათი ხელქვეითი ენჯეოებისა და პარტიების ხელით.
სად ვიქნებოდით დღეს, რომ ამ წნეხისთვის არ გაგვეძლო. იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინა არის, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი. ამ მდგომარეობაში, რომ ჩააყენეს ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა, დღესაც ვხედავთ, რომ თან აგულიანებენ და ამით უარეს მდგომარეობაში შეჰყავთ ხალხი” – ამბობს პაპუაშვილი.
მისი თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას განსაკუთრებული როლი აქვს, რომ ღიად და ცხადად უთხრას სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს თუ პოლიტიკურ ლიდერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე