ემანეულ მაკრონი – უკრაინას შეუძლია ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს – უკრაინაში სასწორზეა მთლიანად ევროპის უსაფრთხოება

ემანეულ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი 8 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩავლენ ლონდონში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, რადგან უკრაინაში სასწორზე დგას ასევე ევროპის უსაფრთხოება.
“ორშაბათს [8 დეკემბერს] გავემგზავრები ლონდონში, რათა შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს, და ერთად შევაფასოთ ვითარება და ამერიკული შუამდგომლობის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.
უკრაინას შეუძლია ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სწორედ ეს არის იმ ძალისხმევების მიზანი, რომლებიც “მსურველთა კოალიციის” ფარგლებში გავიღეთ. ამერიკელებთან ერთად გავაგრძელებთ მას, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივაწოდოთ, რომელთა გარეშეც ვერ იქნება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა.
უკრაინაში სასწორზეა ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოება”, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილია – დიუშენის მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირია, მაგრამ საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე

ნიკა მელია – ჩემთვის გამოუცნობია, როგორ ხერხდება, რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! – სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!