ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში აფეთქების შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გუბკინის რაიონში აფეთქების შედეგად ცეცხლი გაჩნდა მნიშვნელოვან ობიექტზე.
მედიის თანახმად, გლადკოვის მიერ ხსენებული ობიექტი ბელგოროდის ოლქის სოფელ დოლგოეში მდებარე ნავთობსაცავია, რომელიც რუსეთის სანავთობო გიგანტს, „როსნეფტს“ ეკუთვნის.
უკრაინული საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფეთქება და ხანძარი არის უკრაინის დაზვერვის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგი.
ბელგოროდის ხელისუფლებამ სარაკეტო თავდასხმის საშიშროების რეჟიმი გამოაცხადა ორ რაიონში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.