არქივი5 მარტი, 2024, 12:07
AFP - ბელგოროდის ოლქში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ნავთობის საცავს ხანძარი გაუჩნდა
ბელგოროდის ოლქში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ნავთობის საცავს ხანძარი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი უკრაინულ დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ბელგოროდის ოლქის სოფელ დოლგოიეში მდებარე ნავთობის ბაზას უკრაინელები დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგად სულ მცირე ერთი საწვავის ავზი დაიწვა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, სახანძრო სამსახურები ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში სამი, ხოლო კურსკის ოლქში ერთი დრონი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.