ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინასა და მოლდოვაში მასშტაბურად გაითიშა ელექტოენერგია

უკრაინასა და მოლდოვაში მასშტაბურად გაითიშა ელექტოენერგია

31 იანვარს, დილით უკრაინის ენერგოსისტემაში მოხდა ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, "მოხდა ტექნოლოგიური დარღვევა, 400 kV ხაზის ამავდროული გათიშვით რუმინეთისა და მოლდოვის ენერგოსისტემებს შორის და 700 kV ხაზის უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს შორის".
"ამას მოჰყვა უკრაინის ელექტროენეგეტიკული ქსელის კასკადური გათიშვა და ქვესადგურებზე ავტომატური დაცვის ამუშავება. განიტვირთა ატომური ელექტროსადგურების ბლოკები" - აცხადებს შმიჰალი.
როგორც გამოცემა rbc წერს, შუქი გამოირთო კიევში, ხარკოვში, ჟიტომირში, ვინიცაში, პოლტავაში, ოდესის ოლქში და სხვა რეგიონებში. ბევრ ქალაქში შეფერხდა წყლის მიწოდებაც. კიევსა და ხარკოვში არ მუშაობს მეტრო.
უკრაინის ენერგოსისტემის გათიშვა აისახა მეზობელ მოლდოვაზეც - ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა კიშინიოვსა და ქვეყნის სხვა დასახლებულ პუნქტებში. მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მოხდა "უკრაინის ელექტროქსელში სერიოზული პრობლემების გამო".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.