აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს შეთანხმების მისაღწევად ვადა ივნისამდე მისცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე მისცა ვადა.
მისი თქმით, თუ მხარეები ამ ვადაში ვერ შეთანხმდებიან, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ორივე მხარეზე ზეწოლას მოახდენს, რათა შეთანხმება ამ ვადაში შედგეს.
“ამერიკელები მხარეებს სთავაზობენ, რომ ომი ამ ზაფხულის დასაწყისამდე დასრულდეს და სავარაუდოდ, ზუსტად ამ გრაფიკის შესაბამისად მოახდენენ ზეწოლას მხარეებზე” – თქვა ზელენსკიმ პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზელენსკის თქმით, აშშ-მ მხარეებს სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა მომავალ კვირას მათ ქვეყანაში, სავარაუდოდ მაიამიში, პირველად შესთავაზა. “ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა” – დაამატა მან.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე