ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ Subway ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ამერიკული სწრაფი კვების ქსელი Subway "ომის სპონსორთა" სიაში შეიყვანა. ამის მიზეზი კი რუსეთში მოქმედი 500-მდე Subway-ს რესტორანია.
აღნიშნულ სიაში უკვე შეყვანილია საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა PepsiCo Inc. და Philip Morris Internatonal Inc.
სააგენტოს მიხედვით, Subway-ის რეკლამა განთავსებულია სანქცირებულ რუსულ სოციალურ ქსელებში და შეკვეთების მიწოდებისთვის იყენებს რუსულ Yandex-ს.
ამერიკულ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.