არქივი13 იანვარი, 2024, 20:09
რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის
რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი, რომელიც ამჟამად უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის.
ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზპრომის პრესმდივნად. მან რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში.
ვოლობუევი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა უკრაინაშია დაბადებული და 18 წლის ასაკამდე იქ ცხოვრობდა. მან გასულ თვეში განაცხადა, რომ მსახურობს უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში - რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის "მოხალისეთა კორპუსს" და ლეგიონს "რუსეთის თავისუფლება".
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.