უკრაინამ ღამის განმავლობაში 7 რუსული რაკეტა და 32 დრონი გაანადგურა

ხუთშაბათს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომღამის განმავლობაში ქვეყნის ანტისაჰაერო დაცვის სისტემებმა, რუსების მიერ გაშვებული 7 რაკეტა და 32 დრონი გაანადგურა.
საჰაერო ძალების ოფიციალურმა პირმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რომ რუსეთმა სულ 51 რაკეტა და დრონი გაუშვა.
მეთაურმა თქვა, რომ რუსეთის ძალებმა განახორციელა თავდასხმა „უკრაინაში სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ხარკივის მერმა იჰორ ტერეხოვმა ცალკე განცხადებაში თქვა, რომ გასულ ღამით ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და ოთხი ადამიანი დაშავდა.
სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების სხვა ორგანოებს თავდასხმების მსხვერპლზე ან ნგრევაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”