არქივი11 იანვარი, 2024, 12:28
2027 წლამდე, ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ალარ კარისის განცხადებით, ესტონეთი 2027 წლამდე უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენ უკვე გავუწიეთ უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება. ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. უკრაინას მეტი და უკეთესი იარაღი სჭირდება", - აღნიშნა კარისმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს ჩავიდა. ესტონეთამდე, ის, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვას სტუმრობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.