უკრაინამ რუსეთში ФСБ-ს დაზვერვის ცენტრს, ნავთობსატუმბ სადგურ Ярославль-3-სა და პორტ ტემრიუკის გაზის ტერმინალს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ФСБ-ს დაზვერვის ცენტრს, ნავთობსატუმბ სადგურ Ярославль-3-სა და პორტ ტემრიუკის გაზის ტერმინალს დაარტყა – ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
🔻 СБУ-ს სპეცოპერაციების ცენტრ „ალფას“ სპეციალისტებმა დაარტყეს სტრატეგიულ ნავთობსატუმბ სადგურ Ярославль-3-სრუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქში და პორტ „ტემრიუკის“ გაზის ტერმინალს კრასნოდარის მხარეში.
🔻 ნავთობსატუმბი სადგური Ярославль-3 ბალტიის მილსადენის მთავარი სისტემის შემადგენელი ნაწილია და ნედლეულს აწვდის მახლობლად მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსს“, ასევე პრიმორსკის პორტის საექსპორტო ტერმინალებს. СБУ-ს დრონების თავდასხმის შემდეგ ნედლი ნავთობის სამ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობმა 5 000 კვადრატულ მეტრზე მეტი შეადგინა.
🔴 პორტ „ტემრიუკის“ გაზის ტერმინალზე მიტანილი დარტყმების შედეგად, ხანძარი დაფიქსირდა შპს „მაქტრენ-ნაფტას“ ტერიტორიაზე. კერძოდ, იწვის ნავმისადგომის პირსზე არსებული გაზსადენი და შენობები. ამ ობიექტზე ხორციელდება გათხევადებული გაზის გადატვირთვა ვაგონებიდან და ავზ-კონტეინერებიდან სპეციალიზებულ გემებზე.
🔴 СБУ-ს მსგავს სპეცოპერაციებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ამცირებენ რუსეთის ნავთობის ექსპორტს, რაც რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყაროა. ყოველი მწყობრიდან გამოსული ნავთობსატუმბი სადგური, ყოველი გაჩერებული მილსადენი თუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არის მილიონობით დოლარი, რომელიც კრემლის ბიუჯეტში არ შევა და არ გადაიქცევა რაკეტებად, დრონებად და ჭურვებად. რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით უკრაინას ომი გადააქვს იქ, საიდანაც ის დაიწყო და აიძულებს მტერს, აგრესიისთვის რეალური ფასი გადაიხადოს.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება