უკრაინამ რუსეთის სიღრმეში რეკორდული – ყველაზე შორეული დარტყმა განახორციელა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა რუსეთის სიღრმეში რეკორდული – ყველაზე შორეული დარტყმა განახორციელეს. 3 000 კმ-ის დაშორებით, პირველად დაიბომბა რუსული გაზის მრეწველობის ორი გიგანტი – ნოვოურენგოისა და პუროვსკის ქარხნები. – ინფორმაციას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს.
💬 “ორივე საწარმო იამალ-ნენეთთა ავტონომიურ ოკრუგში მდებარეობს – რუსეთის ერთ-ერთ საკვანძო ნავთობ და გაზმომპოვებელ რეგიონში. დღემდე ეს ტერიტორია აგრესორისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო ზურგად ითვლებოდა.
საწარმოებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ გაზის კონდენსატის მრეწველობისთვის. ქარხნები უზრუნველყოფენ იამალის საბადოებზე მოპოვებული გაზის კონდენსატის დიდძალი მოცულობის მომზადებასა და გადამუშავებას. ნოვოურენგოის გაზის კონდენსატის მომზადების ქარხანას წელიწადში 19,5 მილიონი ტონა ნედლეულის საპროექტო სიმძლავრე აქვს, ხოლო პუროვსკის გაზის კონდენსატის გადამამუშავებელმა ქარხანამ 2025 წელს 13,4 მილიონი ტონა გაზის კონდენსატი გადაამუშავა. გაზის კონდენსატის მრეწველობა რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და აგრესორის ბიუჯეტის შემოსავლებს აფორმირებს.“ | წერს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები