არქივი5 აპრილი, 2026, 12:37
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში, Лукойл-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში, Лукойл-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა - ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ნიჟნი ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში იყო ელექტროენერგიის პრობლემაც. თავდასხმა დრონებით განხორციელდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.