უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

10 ნოემბრის დილას უკრაინამ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის დედაქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად 22 უკრაინული დრონია განადგურებული.
გარდა ამისა, მოსკოვის მერის თქმით, ქალაქის მიმდებარედ, კიდევ 10 უკრაინული დრონია ჩამოგდებული.
საჰაერო იერიშის დაწყებისთანავე მუშაობა შეწყვიტეს ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით იერიშს ზიანი არ მოჰყოლია და საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურა, თუმცა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ცეცხლმოკიდებული შენობები ჩანს.
წყარო: ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო