ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის მერი - უკრაინამ მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელა - შეზღუდვები დაწესდა აეროპორტებში

მოსკოვის მერი - უკრაინამ მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელა - შეზღუდვები დაწესდა აეროპორტებში

საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.
მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნასმხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაიჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დრონებით თავდასხმის გამო, დედაქალაქის დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.