უკრაინამ ლატვიისგან 21 ერთეული Patria-ს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო

უკრაინამ ლატვიისგან Patria 6×6 ტიპის 21 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემა რიგაში, ადაზის სამხედრო ბაზაზე მოხდა.
„მადლობა თავდაცვის მინისტრს, ანდრის სპრუდსს, ლატვიის მთავრობას და ყველა ლატვიელს განსაკუთრებული დონის მხარდაჭერისთვის. ეს მანქანები დაუყოვნებლივ განთავსდება სპეციალური ოპერაციების ძალებში. სულ, 2025 წლისთვის, მივიღეთ დაპირებული 42 ჯავშანტრანსპორტიორი – მადლობა ამისთვის“, – აღნიშნა შმიგალმა.
მისივე თქმით, ლატვიამ უკრაინას ასევე გადასცა 12 ერთეული CVR(T) ტიპის საბრძოლო სადაზვერვო მანქანა.
„ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს ლატვიელ მეგობრებს PURL ინიციატივაში 2.2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური წვლილის შეტანისთვის და თავშესაფრის კოალიციის ფინანსური მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა შმიგალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში