ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ გერმანიისგან ახალი Patriot-ები მიიღო

უკრაინამ გერმანიისგან ახალი Patriot-ები მიიღო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიისგან დამატებით სარაკეტო სისტემა Patriot-ები მიიღო.
"დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაძლიერებულია, უკრაინას აქვს მეტი Patriot-ის ტიპის სისტემები. მინდა მადლობა ვუთხრა კანცლერ მერცსს, გერმანიას და ყველას, ვინც გვეხმარება". – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიისთვის მეტი სისტემა არის საჭირო. მეტი Patriot-ების ქონის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ქალაქების დაცვა.
"მომავალ კვირას ყველა პარტნიორთან შეხვედრას ვგეგმავთ, სადაც წარმოვადგენთ ხარჯებს, ყველა შესაძლო ვარიანტებს, რომლებიც საკმარისად სანდო საჰაერო თავდაცვის სისტემებს უზრუნველყოფს". – დაამატა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.