ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.
კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.