არქივი4 მარტი, 2025, 01:56
უკრაინამ კახა კალაძეს ” სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოართვა

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე სპორტსმენს სპორტული ტიტული ჩამოართვა. მათ შორისაა თბილისის მერი, კიევის დინამოს ყოფილი მცველი კახა კალაძეც. რომელსაც “უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოერთვა.
ამასთან ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს ჩამოერთვათ “უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატის” და “უკრაინის სპორტის ოსტატის” ტიტულები.
სრული სია სამინისტროს ვებგვერდზეაგამოქვეყნებული
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.