ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ ევროკავშირთან 5,27 მილიარდი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარების მიღების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ ხელი მოაწერა ფინანსურ შეთანხმებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის, რომელიც Ukraine Facility-ის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 5,27 მილიარდი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარების მიღებას არეგულირებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროკავშირისგან საგრანტო მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ მთავრობამ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
„მთავრობამ Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 5,27 მილიარდი ევროს საგრანტო მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას. უზრუნველყოფს საჭირო რესურსებს ეკონომიკის ძირითადი სექტორების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სვირიდენკომ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის საბოლოო შეთანხმება, რომელიც საჭიროა Ukraine Facility-ის პროგრამის სრულად დასაწყებად.
მთლიანობაში, პროგრამის პირველი კომპონენტის საბიუჯეტო მხარდაჭერა, სასესხო და საგრანტო სახსრების ჩათვლით, 38,27 მილიარდ ევროს შეადგენს.
მთლიანობაში, 2024 წელს უკრაინა 16 მილიარდი ევროს მხარდაჭერის მიღებას ელის, საიდანაც 3 მილიარდი ევრო საგრანტო დახმარება იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.