ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

დღეს, 25 ივნისს, ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.
უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ლუქსემბურგში გამართულ სახელმწიფოთაშორისო კონფერენციაზე დაიწყო, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინას მოლდოვაც მოჰყვა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ვიდეოჩართვაში აღნიშნულ მოვლენას "ისტორიული დღე" უწოდა, რომლითაც ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობაში "ახალი ფურცელი" იწყება.
"ჩვენ სრულად გვესმის, რომ გაწევრიანების გზაზე წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სწრაფად მოძრაობა და შეუძლებლის მიღწევა შეგვიძლია". - განაცხადა შმიგალმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.