პეტერ ფიშერი - ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ულოცავს.
“ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც“, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.
ევროკავშირი დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს. გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.
მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროპული მხარე წარადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.