უკრაინამ დაიწყო ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის მეთვალყურეობის ჯგუფის შექმნა

Reuters-ი იტყობინება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას თანახმად, უკრაინამ დაიწყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობის ჯგუფის შექმნა.
„უკვე დავიწყეთ სახელმწიფო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის პროცედურებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო მეთვალყურეობისთვის“, – თქვა სიბიჰამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარს ამზადებს.
„ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს”, – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე