ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ნათქვამია უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში.
„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განახლდება და რომელიც რუსეთის მიერ მიღებასა და თანმიმდევრულ განხორციელებას ექვემდებარება. აშშ რუსეთს აცნობებს, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯი მშვიდობის მიღწევის გასაღებია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე დაწესებულ პაუზას და განაახლებს უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს.
მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ჩვენ გვინდა უკრაინის ომის დასრულება“, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.