ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევაა

რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ისევ მიიტანა სარაკეტო იერიში. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გამოცხადდა 6 ოლქში, მათ შორის კიევში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ჰაერში იმყოფება საოკუპაციო ძალების 11 სტრატეგიული ბომბდამშენი (Ту-95МС).
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, რამდენიმე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ დღეებშიც. დაიღუპა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინაზე სარაკეტო იერიშის პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია ბელგოროდის ოლქზე „აღკვეთილი“ თავდასხმის შესახებ. სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის დროით დილის 7 საათზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ბელგოროდის ტერიტორიის თავზე გაანეიტრალეს უკრაინული საზენიტო რაკეტა(С-200).
უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო შეტევები დეკემბრის ბოლოდან გახშირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.