რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა სამი და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კრივი რიჰში მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი შენობები და კერძო სახლები.
კულებას ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება ქალაქ ნოვომოსკოვსკშიც.
„დაშავებულია 24 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დაზიანებულია კერძო და საცხოვრებელი კორპუსები. ყველა ადამიანს საჭირო დახმარებას უწევენ“, – აღნიშნა ალექსეი კულებამ.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქსაც დაარტყეს. ქალაქ ხარკოვში დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. ადგილზე მობილიზებულია კომუნალური სამსახურები და თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.
ამასთან, ქალაქ ზმიევში ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კულებას ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ