ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის 29 დრონი გამოიყენეს. საჰაერო ძალების თანახმად, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
დრონების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვია ქალაქ ხარკოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიწვა ორი კერძო სახლი. დაშავდა სამი ადამიანი.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შემდეგ, დილის შვიდი საათისთვის სარაკეტო დარტყმა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. დაშავდა ერთი ადამიანი. კონკრეტულად რომელ ობიექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.