უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 20 დრონით.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქების ფარგლებში 20-ვე დრონი ჩამოაგდეს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციებს შედეგებზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
17 მაისს, რუსეთმა დრონებით მასირებულ შეტევაში უკრაინაც დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოიგერიეს 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
გამთენიისას დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ. დრონებით თავდასხმა დაადასტურა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზეც, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?