„უკანონო და ძალის არ მქონე გადაწყვეტილებაა“ – EU ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

ევროკავშირი ეხმაურება ოკუპირებული ს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ბიჭვინთის სთვის გადაცემას. ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს უკანონო და ძალის არ მქონე გადაწყვეტილებაა.
ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემი შეთანხმების რატიფიცირებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე მოახდინა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ